|
ქართული გვარსახელები
(ბაღდათის
ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით)
(დავით
შავიანიძე)
ქართული გვარსახელი,
საქართველოში მიმდინარე შიდამიგრაციული პროცესები ის წყაროა, რომელიც
სრულად წარმოაჩენს საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ,
ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეთა კუთხურ-ეთნოგრაფიულ მახასიათებლებს.
გვამცნობს ქართველთა რელიგიური, სოციალური და პოლიტიკური ყოფის ამსახველ
ფაქტებს, წესებს.
ბაღდათურ გვარსახელთა
კვლევის შედეგად დგინდება:
1.
“ბაღდათის ქვეყნის" ისტორია იწყება ადრე საუკუნეებიდან, ვიდრე
მოიხსენიებოდა იგი საისტორიო წყაროებში.
2.
ბაღდათში
მოსული მოსახლეობის პირველსაცხოვრისიდან მიგრაციის მიზეზები იდენტურია
დანარჩენი საქართველოს მკვიდრთა სხვადასხვა რეგიონში მიგრაციის
მიზეზებისა: ა). ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ბ).
სოციალური დაპირისპირება გ). სარწმუნოებისა და ქართველობის
შენარჩუნების აუცილებლობა.
3.
დასტურდება გვართა საერთოქართული ფინალებით (-ძე, -შვილი, -იან, ია)
წარმოების შემთხვევები; გვარის დანაყოფის სახელთა სუფიქსებით, თუ
უსუფიქსო წარმოების, საზოგადო სახელის საკუთარ სახელად გადაქცევის, ერთი
ლექსიკურ-შინაარსობრივი და ფუნქციური ჯგუფიდან მეორეში აფიქსაციით და
აფიქსაციის გარეშე გადასვლის შემთხვევები.. ფონეტიკური
ცვალებადობის შედეგად მიღებული გვარსახელები. პირსახელისაგან
კნინობითის აღმნიშვნელი სუფიქსებით გვარის დანაყოფის სახელთა წარმოების
შემთხვევები, როცა ყურადღება ექცევა ასაკს და სოციალურ იერარქიას,
პროფესიას და სხვა.
4.
გვარის
მეორე მემკვიდრეობით სახელთა შექმნის პირობები და მის მატარებელთა
ვალდებულებები: ა). ერთი გვარის შიგნით არსებულ სხვადასხვა
მემკვიდრეობით სახელთა მატარებელნი მხოლოდ ნათესაური ურთიერთობით
იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებულ. ბ). გვარის მეორე მემკვიდრეობითი
სახელის შექმნის ძირითად საფუძვლად მოიაზრება არა მხოლოდ გვარში
მრავალრიცხოვნების გამო გამოწვეული გარჩევის აუცილებლობა, არამედ
სოციალური, ყოფითი ცხოვრებით, ეთნიკური და მსოფლმხედველობრივი ნიშნით
გამოწვეული მახასიათებლები გ). ბაღდათის მკვიდრი აზნაურული გვარები,
გვარის დანაყოფთა მემკვიდრეობითი სახელების მატარებელნი გახდნენ
წოდებრივი უპირატესობის მოშლის შემდეგ. დ). ბაღდათის მხოლოდ ერთ
სოფელში საკრაულა იყებენ გვარის დანაყოფის სახელად _ “ბუნე”.
5.
ანთროპოტოპონიმთა და ოიკონიმურ ტერმინთა წარმოების შემთხვევები.
6.
მიგრირებულ გვართა ახალ გარემოსთან ურთიერთობის ძირითადი მომენტები.
ძირსალოცავთან ურთიერთობებით ძირსაცხოვრისის მკვიდრებთან შემდგარი
კონტაქტები, სამეურნეო და სოციალურ-კულტურულ შრეთა გაფართოების
შემთხვევები. გადმოსახლებულის დამხვდურთან ადაპტაციით იკვრებოდა
საერთოქართული დუღაბი ტრადიციული ცხოვრებისა.
7.
ერთი
გვარის წარმომადგენელთა საერო, თუ სასულიერო ცხოვრების იერარქიულ
საფეხურებზე დაწინაურება და დამცრობა.
8.
ქრისტიანულ-მართლმადიდებლური რწმენით ქართველობის გადარჩენა.
9.
ქართული
ეკლესიის უფლებები. იძულებით გადაადგილებულთათვის საეკლესიო ყმობის
შეღავათები.
10.
მონოგენური სოფლების, სოფლებში კი მონოგენური უბნების არსებობის
შემთხვევები.
<<<
უკან ოკრიბა
(ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი)
(დავით შავიანიძე)
წინამდებარე ნაშრომს
საფუძვლად უდევს აწსუ ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი
ინსტიტუტის ოკრიბის მომძიებელთა ჯგუფის და ავტორის მიერ ათი წლის
დამოუკიდებლად მუშაობის შედეგად მოპოვებული და შემდეგ შეჯერებული მასალა.
განსხვავებული შინაარსის მქონე რამდენიმე თავისაგან შემდგარი ნაშრომი
აღწერს საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-გეოგრაფიული,
ისტორიულ-ეთნოგრაფიული კუთხის _ ოკრიბის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების
თავისებურებებს, რეგიონის მკვიდრთა სოციალური ურთიერთობის საკითხებს.
ცნობილია, რომ ოკრიბის მოსახლეობა გვიან შუა საუკუნეებში ნაწილდებოდა
ძირითადად სამ კატეგორიად: თავადი, აზნაური და გლეხი. მაღალ წოდებას
მიეკუთვნებოდა საეკლესიო აზნაური, ხოლო სახელმწიფო შეუვალობის და დიდი
მამულების მქონე ეკლესია (გელათი) უდიდესი სინიორია და გაბატონებული კლასის
იდეოლოგიური დამცველიც იყო. ნაშრომში გაშუქებულია ოკრიბაში მიმდინარე
მიგრაციული პროცესების მიმართულებები და შედეგები, ოკრიბულ საკუთარ სახელთა
წარმოქმნა-წარმოების პრინციპი. ოკრიბელთა სამეურნეო ყოფის, მათი კულტურული
და სულიერი ცხოვრების ამსახველი სინამდვილე. წარმოჩენილია ოკრიბელთა
საცხოვრისის, გეოგრაფიული გარემოს, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან
ოკრიბაში მიგრირებული მოსახლეობის მიერ მოტანილი წეს-ჩვეულებების,
ტრადიციების ადგილობრივზე გავლენის და სხვა მიზეზთა გამო ჩამოყალიბებული და
დამკვიდრებული ცხოვრების წესი.
<<< უკან
ქართული გვარსახელები
(დავით შავიანიძე)
ოკრიბული გვარსახელები
გვარი, დიდი სოციალური
ერთობის აღმნიშვნელი სახელი ერთ-ერთი ეჭვშეუტანელი და ტევადი წყაროა
საქართველოს ისტორიის შესწავლის საქმეში. იგი გვამცნობს ქართველთა
ცხოვრების ისტორიას, მათი ცხოვრების შინაარსსა და ფორმებს; გვაწვდის
მასალას ქართველთა ურთიერთობებზე სხვა ეროვნებისა და კონფესიის ეთნოსებთან;
ვეცნობით საქართველოში მომხდარ საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და
სოციალურ-კულტურულ ცვლილებებს; ვადგენთ სხვადასხვა მიზეზთა გამო
შეპირობებულ მიგრაციის მიზეზებს და მიმართულებებს; ყოფით მახასიათებლებს,
რომლებიც იქმნებოდა საქართველოს სხვდასხვა თემის მკვიდრთა ურთიერთობების
დროს.
ქართული
ისტორიოგრაფიისათვის მრავალმხრივ საყურადღებო მასალებს გვაწვდიან ოკრიბული
გვარსახელებიც. მათი ეთნოისტორიული ანალიზი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, თუ
რაოდენ საშურია ჩვენი ქვეყნის წარსული ისტორიის უკეთ შესწავლის
თვალსაზრისით გვარსახელთა კომპლექსური, ისტორიულ-ეთნოგრაფიული და ენობრივი
კვლევა რეგიონების მიხედვით. კვლევის დროს წარმოჩინდება არაერთი ელემენტი
ქართველთა ცხოვრებისა: მიგრაციის მიზეზები და მიმართულებები; გვარში
შეფარებულობის შემთხვევები; გვართა დაბოლოებებით გამოხატული ქართული ენის
“მრავალმხრივი შესაძლებლობები". კვლევის დროს ვეცნობით მოცემული რეგიონის
პირველმკვიდრ გვარებს, მემკვიდრეობით სახელებს, დაწინაურებული წოდების
წარმომადგენელ გვართათვის მეორე მემკვიდრეობით სახელთა სახელრქმევის წესებს
და შესაძლებლობებს, გვარით სახელრქმეულ ადგილთა წარმოების, მონოგენური
უბნების არსებობის შემთხვევებს, სისხლით და ხელოვნური ნათესაობითი
ურთიერთობის უამრავ ფაქტს და მით შეპირობებულ წეს-ჩვეულებებს, გვარის
შიგნით მკაცრად დაცულ ეგზოგამიურობას და სხვა მრავალ საინტერესო მხარეს
ქართველთა ცხოვრებისა.
კუთხურ-ეთნოგრაფიული და
დიალექტური მრავალფეროვნებით გამორჩეული ქართველურ თემთა ცხოვრების
ეთნოისტორიული მასალები ამომწურავი ვერასოდეს იქნება. იგივე შეიძლება
ვთაქვათ ოკრიბის მკვიდრ გვართა ეთნოისტორიული მასალებზე (ნაშრომში
წარმოვადგინეთ ოკრიბის იმ ძირძველ და მრავალრიცხოვან გვართა კვლევის
შედეგები, რომელთა შესახებაც მოვიპოვეთ ეთნოგრაფიული მასალა და საისტორიო
დოკუმენტებთან და წყაროებთან შედარების შემდეგ დავადგინეთ გადმოცემათა
რეალურობა, მიგრაციის პროცესების გამომწვევი მიზეზები, დრო და
მიმართულებები). მომავალში შეიცვლება და შეივსება ჩვენს მიერ მიღებული
დასკვნებიც, მაგრამ მიგვაჩნია, რომ კვლევის შედეგები შეავსებენ ქართველთა
პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, თუ კულტურული ცხოვრების წარსულ ისტორიას.
<<< უკან
კო ფორმანტით ნაწარმოები
ნაკვთები მეგრულში
(ე. დადიანი)
კო ფორმანტით
ნაწარმოები ნაკვთები მეგრულში, ქუთაისი, 2005.
არქაული სამწიგნობრო
ქართულის ზმნური პარადიგმა შთამბეჭდავადაა ასახული მეგრული ზმნის უღლებაში;
განსხვავებას ქმნის -კო (<ოკონ) სუფიქსით ნაწარმოები კავშირებითის ნაკვთები.
ნაშრომში
გაანალიზებულია მეგრული კილოსთვის სპეციფიკური ნაკვთები როგორც ფორმობრივი,
ასევე ფუნქციურ-სემანტიკური თვალსაზრისით; ახლებურადაა გააზრებული მეგრულის
ნაკვთთა ტერმინოლოგიისა და წარმოების საკითხები.
წიგნი განკუთვნილია
ქართველური ენათმეცნიერების სპეციალისტთათვის, ასევე ჰუმანიტარული
ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის.
<<< უკან
ქართულ-არაბული სასაუბრო
(ლ. ავალიანი)
ქართულ-არაბული
სასაუბრო (თანაავტორი ნ. ოდილავაძე), ქუთაისი, 2004
ქართულ-არაბულ
სასაუბროში წარმოდგენილია ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა სფეოში ფართოდ
გავრცელებული გამოთქმები და ტერმინები. სასაუბრო შედგება შემდეგი
თავებისაგან: სასაუბრო ფორმულები, ინფორმაცია პიროვნების შესახებ,
მოგზაურობა, სასტუმრო, ტელეფონი, რესტორანი, გართობა-სანახაობა, სავაჭრო
დაწესებულებები, კომპიუტერი და სხვ.
სასაუბრო განკუთვნილია
საშუალო სკოლების მოსწავლეებისა და უმღლესი სასწავლებლების
სტუდენტებისათვის.
<<< უკან
ვაჭრობა და ვაჭართა ფენა დასავლეთ
საქართველოში
(რ.
კაშია )
ვაჭრობა და ვაჭართა
ფენა დასავლეთ საქართველოში
(XVII-XVIII სს.),
quTaisi,
2005
ნაშრომში ისტორიულ დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით შესწავლილია XVII-XVIII
სს. დასავლეთ საქართველოში მიმდინარე სავაჭრო, ფულად-სასაქონლო პროცესები.
XVIII ს. II ნახევარში საქართველოში იქმნება ერთიანი ეროვნული ბაზარი.
დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში შეიმჩნევა ფეოდალური
ურთიერთობების რღვევის ნიშნები.
<<< უკან
ბიბლიური ფრაზეოლოგიური
ერთეულები ქართველი მართლმადიდებელი მრევლის მეტყველებაში
(ლ.
ხაჭაპურიძე)
ბიბლიური ფრაზეოლოგიური
ერთეულები ქართველი მართლმადიდებელი მრევლის მეტყველებაში, ქუთაისი, 2005.
ნაშრომში
გაანალიზებულია ის ფრაზეოლოგიური ერთეულები, რომლებიც სატავეს იღებს
ბიბლიიდან; დასტურდება წერილობით ძეგლებსა და ქართველი მართლმადიდებელი
მრევლის მეტყველებაში. წარმოდგენილია ბიბლიური შესიტყვებების სემანტიკური
ცვლილებანი, მორფოლოგიური სტრუქტურა, სინონიმური ვარიანტები.
წიგნი საინტერესოა
როგორც ენათმეცნიერთათვის, ასევე რელიგიური ფრაზეოლოგიით დაინტერესებული
ფართო მკითხველისათვის.
<<< უკან
მაგიურ-რელიგიური
მკურნალობის ისტორიიდან
(რ.
ხაჭაპურიძე)
მაგიურ-რელიგიური
მკურნალობის ისტორიიდან, ქუთაისი, 2006.
ნაშრომში ეთნოგრაფიული
მასალის საფუძველზე განხილულია მაგიურ-რელიგიური მკურნალობის წესები,
რიტუალები. გამოვლენილია მათი ტიპოლოგიური პარალელები და ცვალებადობის
მიზეზი, წარმოჩენილია ქრისტიანული თუ ისტორიულ-პოლიტიკური გავლენები.
მონოგრაფიაში იმერეთში
გავრცელებული შელოცვები და მისი თანმლები რიტუალები შედარებულია სხვადასხვა
კუთხეში ჩაწერილ მასალასთან.
ნაშრომი საინტერესოა
ეთნოგრაფიის, ფოლკლორის, ქართველური ენა-კილოების სპეციალისტებისა და
სტუდენტებისათვის, ასევე, ქართული ხალხური მედიცინით დაინტერესებული ფართო
მკითხველისათვის.
<<< უკან
პალატალიზებულ დიფთონგთა
საკითხი V-XI საუკუნეთა ქართული წერილობითი ძეგლების მიხედვით
(მ.
მიქაუტაძე)
პალატალიზებულ
დიფთონგთა საკითხი V-XI საუკუნეთა ქართული წერილობითი ძეგლების მიხედვით,
quTaisi,
2005.
ნაშრომში დადგენილია
................ და
~, i, Y
გრაფემათა გამოვლენის
სიხშირე
#V,
#C, V-V, C-C,
CS-V,
CN-V,
V-#, C-#
პოზიციებში; შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურადაა წარმოჩენილი ამ გრაფემებით
გადმოცემული სავარაუდო ბგერები თუ ბგერათკომპლექსები; გარკვეულია ამ
ბგერათა ურთიერთმიმართებანი.
წიგნი განკუთვნილია
ქართული ენის სპეციალისტებისა და სტუდენტებისათვის.
<<< უკან
|