მთავარი  გვერდი
 ინსტიტუტის შესახებ
 განყოფილებები
 კვლევები
 გამოცემები
 კონფერენციები
 ექსპედიციები
 სამეცნიერო ცენტრები
 ლაბორატორია
 ფოტო გალერეა
 

 

 

 

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

 

"სახელმწიფო აღიარებს, რომ მეცნიერების დაფინანსების ზრდა მისი ვალდებულებაა"

(საქართველოს კანონი მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ; 23. 12. 2005; ¹ 2469)

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

 მუხლი I. ზოგადი დებულებები.

 1.1.           ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი არის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურაში შემავალი ჰუმანიტარული პროფილის სამეცნიერო სასწავლო დაწესებულება.

1.2.           ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (შემდგომში ქსუ ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტი) თავის საქმიანობას წარმართავს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცებული წინამდებარე დებულების მიხედვით. ინსტიტუტს აქვს თავისი ბეჭედი და ბლანკი;

1.3.           ქსუ ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის საარსებო ფინანსური წყაროა საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს მიერ გამოყოფილი საბაზო/პროგრამული დაფინანსება, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი ფინანსები, მოძიებული გრანტები, სპონსორთა საქველმოქმედო თანხები და ინსტიტუტის გამოქვეყნებულ შრომათა შემოსავალი (ჰონორარი);

1.4.           ქსუ ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის წინამდებარე დებულებაში  ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და დირექციის გადაწყვეტილებით; ცვლილებებს ამტკიცებს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო.

 

მუხლი II. ინსტიტუტის მიზანი და დანიშნულება;

        საქმიანობის ძირითადი პრინციპები.

 2.1.                        ქსუ ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის უპირველესი მიზანია წინასწარ შემუშავებული პროგრამის (გეგმის) მიხედვით ქართველური დიალექტების, ქართველური ფოლკლორისა და ეთნოლოგიის, აგრეთვე, საქართველოში მცხოვრები არაქართველური ეთნიკური ჯგუფების მეტყველების, წეს-ჩვეულებებისა თუ ფოლკლორის თავისებურებათა შესწავლა; კერძოდ: კომპლექსურ-ინტენსიური მეთოდითა და “შეკრული წრის” პრინციპით ეთნოგრაფიული, ფოლკლორული და ენათმეცნიერული თვალსაზრისით დეტალური, მრავალფეროვანი და სანდო მასალის მოპოვება, მათი მეცნიერული კომენტარებით აღჭურვა, საჭიროების შემთხვევაში “პწკარედული” თარგმანის გაკეთება ქართულ სალიტერატურო ენაზე, ქართველური მასალის კომპიუტერული ბანკის შექმნა; მოძიებული მასალის გამოცემა თარგმანითა და სამეცნიერო აპარატურით, უმაღლესი სასწავლებლებისთვის ქართველური ენათმეცნიერების,  ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის დარგებში მეთოდური სახელმძღვანელოების მომზადება, მოძიებული მასალის მეცნიერული კვლევა.

2.2. მასალის მოძიება-ჩაწერა ხდება ველზე: ენათმეცნიერის, ფოლკლორისტისა და ეთნოგრაფის შემადგენლობით შექმნილი მომძიელებთა სამკაციანი ჯგუფები წინასწარ შერჩეულ დასახლებულ პუნქტებში, ინსტიტუტში შემუშავებული სპეციალური პროგრამა-ინსტრუქციის მიხედვით, უწყვეტად მუშაობენ სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში მაინც; ამგვარი "შეკრული წრის" პრინციპითა და კომპლექსურ-ინტენსიური მეთოდით მუშაობა საშუალებას იძლევა მაქსიმალურად აღიწეროს მოცემული დასახლებული პუნქტის მეტყველება, ფოლკლორი, წეს-ჩვეულებანი, წელიწადის სხვადასხვა დროისათვის დამახასიათებელი ყოფა-ცხოვრებისა და ბუნებრივი მოვლენების ყველა ასპექტი. რამდენადაც მეცნიერებისათვის საინტერესოა სამეტყველო კოდების შერევის (დიალექტთა შერევის, წიგნის ენის გავლენის...) საკითხები და ენობირვი ხედვის სხვადასხვა ასპექტების (ათვლის სისტემების) შეპირისპირება, წლის განმავლობაში ერთი და იმავე მასალის ჩაწერა ხდება სხვადასხვა ასაკის, განათლების, სქესის, პროფესიის, ცხოვრების წესის, მსოფლმხედველობის... მქონე პირისაგან (ამიტომაცაა საჭირო სოფლის, ქალაქის, რეგიონის ზედმიწევნით ცოდნა). მეტყველებაში (ზეპირსიტყვიერებაში, წეს-ჩვეეულებაში...) დროთა განმავლობაში მომხდარი ცვლილებების ხასიათის დადგენის მიზნით, ერთსა და იმავე სოფელში (რეგიონში) იმავე მასალის ჩაწერა მოხდება ათი-თხუთმეტი წლის შემდეგაც.

2.3. ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები ვალდებულნი არიან, იმუშაონ ინსტიტუტის პროგრამა-ინსტრუქციის შესაბამისად, რომელიც ინსტიტუტის დირექციამ საგანგებოდ შეიმუშავა მომძიებელთა ჯგუფებისათვის (პროგრამა-ინსტრუქციის შედგენისას გათვალისწინებულია ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის, არნ.ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტოპონიმიკის ლაბორატორიისა და ეთნოგრაფიის კათედრის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრის თანამშრომელთა მიერ შედგენილი სხვადასხვა დარგობრივი კითხვარი). პროგრამა-ინსტრუქციაში მოაზრებულია საკითხთა ფართო წრე; კერძოდ, პროგრამის მიხედვით და სპეციალური დარგობრივი კითხვარების საფუძველზე მოპოვებული და მაგნიტოფონზე ჩაწერილი მასალა ერთნაირად საინტერესო უნდა იყოს ენათმეცნიერისთვისაც, ფოლკლორისტისთვისაც, ეთნოგრაფისთვისაც, მასალა სანდო და საინტერესოა სოციოლოგთათვისაც და ფსიქოლოგთათვისაც... ჯგუფების მიერ აუდიო კასეტებზე ჩაწერილი მასალის გადაწერის სიზუსტეს ამოწმებენ ტექსტის რედაქტორები; სალიტერატურო ქართულისგან მეტად განსხვავებულ დიალექტურ მასალას უკეთდება პირდაპირი "პწკარედული"”თარგმანება ქართულ სალიტერატურო ენაზე. ჯგუფების მიერ მაგნიტოფონზე ჩაწერილი მასალის მაქსიმალურად ზუსტი ფონეტიკური ჩანაწერი შედის კომპიუტერში (რაც ქმნის ენობრივ მონაცემთა მზარდ კომპიუტერულ ბანკს). მომძიებელთა თითოეული ჯგუფი ვალდებულია მთელი წლის განმავლობაში ერთხელ შეავსოს პროგრამით გათვალისწინებული "დარგობრივი კითხვარი". მომძიებელთა ჯგუფების მეცნიერ-თანამშრომლები ვალდებული არიან სამ თვეში ერთხელ ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე დირექციას ჩააბარონ სამი თვის მანძილზე გეგმით გათვალისწინებული გაწეული მუშაობის ანგარიში; მოძიებული მასალა ინსტიტუტში ინახენა განუსაზღვრელი დროით. ქსუ ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის მომძიებელთა ჯგუფების მიერ მოპოვებული მასალა აქტიურად გამოიყენება უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში; კერძოდ: ინსტიტუტში დაცული მასალების საფუძველზე მზადდება ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტთა სამაგისტრო, საკურსო ნაშრომები და რეფერატები;

2.4. ქსუ ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები უფლებამოსილი არიან პირველებმა გამოიყენონ შეკრებილი (მოძიებული) მასალა მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის;

2.5. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატთან შეთანხმებით დიალექტოლოგიის ინსტიტუტის დირექციას უფლება აქვს მოძიებული მასალის გამოყენებისათვის დააწესოს განსაზღვრული თანხა, რომელსაც გადაიხდიან ის პირები, რომლებიც არ მუშაობენ ქუთაისის აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში;

2.6. ქსუ ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის ბაზებზე, ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა ხელმძღვანელობით დიალექტოლოგიაში, ფოლკლორსა და ეთნოგრაფიაში საველე პრაქტიკას გადიან ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტები. მათი მაშაობის შედეგები განიხილება საუნივერსიტეტო კონფერენციებზე. მოძიებული მასალა ინახება ინსტიტუტის არქივში. ინსტიტუტის საველე ბაზები გამოიყენება, აგრეთვე, საზღვარგარეთ მომუშავე მეცნიერთათვის, კერძოდ, მათთვის, ვისაც სურს იმუშაოს ქართველოლოგიის საკითხებზე (დიალექტოლოგიაში, ფოლკლორში, ეთროგრაფიაში);

2.7. ქსუ ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერული კვლევა-ძიება ძირითადად ქართველური დიალექტოლოგიის, ფოლკლორისა და ეთნოლოგიის პროფილით წარიმათება. გარდა ამისა, მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს ისტორიისა და ქართველი ერის ეთნოგენეზისის საკითხებზე. ამავე დროს, ქსუ ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის დირექცია ყოველნაირად უწყობს ხელს მეცნიერების სხვა სფეროებში (სოციოლინგვისტიკაში, ფსიქოლინგვისტიკაში, ნეიროლიგგვისტიკაში, კულტუროლოგიაში, ანთროპოლოგიაში, არქეოლოგიაში...) მომუშავე თანამშრომლებს;

2.8. ქსუ ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტი აქტიურად თანამშრმლობს ქუთაისის აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის დეპარტამენტთან, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ.ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტთან და საქართველოს თუ უცხოეთის სხვა სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრებთან ქართული ენის დიალექტოლოგიური/ლინგვისტური ატლასის შექმნის მიზნით;

2.9. ქსუ ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტი პერიოდულად ატარებს საერთაშორისო სიმპზიუმს “ქუთაისური საუბრები”, სადაც მოწვეულ მეცნიერებთან ერთად ინსტიტუტის თანამშრომლები წარმოადგენენ ძირითადად მათ მიერ შკრებილი მასალის ანალიზის საფუძველზე ჩატარებული კვლევის შედეგებს;

2.10. ქსუ ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტს აქვს თავისი სამეცნიერო ორგანო "ქართველური მემკვიდრეობა"; ქსუ ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტი "ქართველური მემკვიდრეობის" სარედაქციო საბჭოს გამოსაქვეყნებლად გადასცემს სიმპოზიუმის მასალებს (მოხსენებების ტექსტებს), ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ რეკომენდირებულ, მეცნიერული აპარატურით აღჭურვილ ველზე მოპოვებულ მასალას, ამ მასალის საფუძვებზე ინსტიტუტში შესრულებულ მეცნიერულ გამოკვლევებს და თანამშრომელთა სხვა შრომებს; "ქართველური მემკვიდრეობაში" შეიძლება დაიბეჭდოს სხვა დაწესებულებებში მომუშავე მკვლევართა ნაშრომებიც ე.წ. "ფარული რეცენზირების" გავლის შემდეგ; ფარულ რეცენზენტს გამოყოფს "ქართველური მემკვიდრეობის" სარედაქციო კოლეგია;  რეცენზიისთვის საჭირო თანხას (რომელსაც განსაზღვრავს უნივერსიტეტის რექტორატი) იხდის ავტორი.

 

 მუხლი III. ქსუ ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის სტრუქტურა და თანამდებობრივი ჩამონათვალი.

3.1. ქსუ ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის შედგება: სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისგან.

3.1.1. სამეცნიერო პერსონალისგან იქმნება სამეცნიერო განყოფილებები. სამეცნიერო განყოფილება ქსუ ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის ძირითადი სტრუქტურული ერთეულია; ქსუ ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტში არსებობს:

იმერული დიალექტური ტექსტების განყოფილება

მეგრულ-ლაზური დიალექტური ტექსტების განყოფილება

სვანური დიალექტური ტექსტების განყოფილება

რაჭული და ლეჩხუმური დიალექტური ტექსტების განყოფილება

ქალაქური სოციალური დიალექტური ტექსტების განყოფილება

სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილება

დიალექტური ტექსტების საგამომცემლო-სარედაქციო განყოფილება

საჭიროების შემთხვევაში ქსუ ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის ფარგლებში სტრუქტურული ერთეულების სახით შეიძლება ჩამოყალიბდეს ახალი განყოფილება, მიზნობრივი დანიშნულების ლაბორატორია ან სექტორი.

3.1.1.1. დიალექტური ტექსტების განყოფილებების ფუნქციაა ცალკეული ქართველური ენობრივი ერთეულებისა და საქართველოში მცხოვრებ სხვა ეთნოსთა ზეპირი მეტყველების კომპიუტერული ბანკის შექმნა, მათი მეცნიერული დამუშავება; დიალექტური ტექსტების განყოფილებების მუშაობაზე პასუხოსმგებელი პირები არიან განყოფილების გამგეები.

3.1.1.2. სამეცნიერო მუშაობის სათანადო დონის უზრუნველყოფის მიზნით ინსტიტუტში არსებობს სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილება, რომლის ფუნქციაა:  ქართველური ენობრივ-კულტურული სამყაროს შესახებ ინტერნეტში არსებული ინფორმაციების მოძიება და დამუშავება-დახარისხება, საგრანტო ფონდების მოძიება, ახალი სამეცნიერო ლიტერატურის ბიბლიოგრაფიული დამუშავება, ქსუ ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის მიერ მოძიებული მასალის ინტერნეტში გამოქვეყნება, სხვა სამეცნიერო ცენტრებთან ურთიერთობის ორგანიზება. სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილების ქვესტრუქტურებია (სექტორებია): ბიბლიოთეკა, კომპიტერული არქივი, ტექსტურ მონაცემთა ბაზა და სხვ. სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილების მუშაობაზე პასუხისმგებელი პირია განყოფილების გამგე, რომელიც საერთო ხელმძღვანელობას უწევს ინსტიტუტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის მუშაობას, ინსტიტუტის პროდუქციის საერთაშორისო სამეცნიერო გაცვლას, უზრუნველყოფს ინსტიტუტის კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობას, ხელმძღვანელობს ინსტოტიტისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას, ინსტიტუტის სამეცნიერო მიღწევების განთავსებას საერთაშორისო დონის საინფორმაციო სისტემაში ინტერნეტისა და სხვა შესაძლებლობების გამოყენებით. 

3.1.1.3. მომძიებელთა ჯგუფების საქმიანობის მონიტორინგისა და ტექსტური ფაილების შემოწმების, აგრეთვე, სამეცნიერო კომენტარების, საძიებლების, ლექსიკონების საბოლოო სახით შექმნის მიზნით ქსუ ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტში არსებობს დიალექტური ტექსტების საგამომცემლო-სარედაქციო განყოფილება. განყოფილების ქვესტრუქტურებია: სარედაქციო სექტორი, საგამომცემლო სექტორი, მონიტორინგის ჯგუფი და სხვ. განყოფილების მუშაობაზე პასუხისმგებელი პირია განყოფილების გამგე, რომელიც, ამავე დროს, კურირებს ინსტიტუტის საგამომცემლო საქმიანობას.

3.1.2. ქსუ ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის საორგანიზაციო საქმიანობას ხელმძღვანელობს ინსტიტუტის დირექცია (ინსტიტუტის დირექტორი, მისი მოადგილე და სწავლური მდივანი).

3.1.3. ქსუ ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობას ხელმძღვანელობს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო.

3.1.4. ქსუ ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის თანამდებობები:

სამეცნიერო თანამდებობები:

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;

მეცნიერი თანამშრომელი.

ადმინისტრაციული თანამდებობები:

ინსტიტუტის დირექტორი;

ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე;

ინსტიტუტის სწავლული მდივანი.

დამხმარე პერსონალის (არასამეცნიერო) თანამდებობები:

პროგრამისტი (კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორი, ტექსტების საინტერნეტო

ვერსიის რედაქტორი);

დიალექტოლოგიური ტექსტების რედაქტორი

მთარგმნელ-რედაქტორი (ინგლისურენოვანი ტექსტების რედაქტორი);

ლაბორანტი (სტაჟიორ-მკვლევარი);

ბიბლიოთეკარი.

შენიშვნა: საქართველოს კანონის (¹603: მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ; 22.12.94, ცვლილებები შეტანილია 23.12.06) შესაბამისად, ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტში არსებობს სტრუქტურული ერთეულის - განყოფილების/სექტორის - ხელმძღვანელის თანამდებობა; ამავე კანონის მიხედვით, "დაწესებულებების სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები არ არიან ადმინისტრაციული თანამდებობის პირები" (მუხლი 10.6, პუნქტი 9).

3.1.5. ადმინისტრაციულ პერსონალს არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

3.1.6. ინსტიტუტის დირექტორი უფლებამოსილია დააწესოს სხვა არასამეცნიერო თანამდებობებიც.

 

 მუხლი IV. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო.

 4.1. ინსტიტუტის დირექტორი, მოადგილე, სწავლული მდივანი, განყოფილებათა გამგეები და მთავარი მეცნიერი თანამშრომლები ქმნიან ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს.

4.2. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია თავის შემადგენლობაში შეიყვანოს ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლები (სათათბირო ხმის უფლებით), აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს უფლება აქვს, ხმების უმრავლესობით საბჭოს წევრად  აირჩიოს სხვა სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაში/სტრუქტურაში მომუშავე სათანადო სამეცნიერო შიფრის მქონე მეცნიერებათა დოქტორი (არა უმეტეს სამისა).

4.3. სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას წარმართავს მისი წევრებიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული თავმჯდომარე, რომელიც არ არის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი.

4.4. სამეცნიერო საბჭო იკრიბება თვეში ერხელ; სხვა შემთხვევაში - ინსტიტუტის დირექტორის, საბჭოს თავმჯდომარის, ან წევრთა 2/3 მოთხოვნით. სამეცნიერო საბჭო განიხილავს და წყვეტს დაწესებულების სამეცნიერო მართვისა და განვითარების საკითხებს; კერძოდ:

ა) განიხილავს და განსაზღვრავს ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;

ბ) განიხილავს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა გეგმებს და სამეცნიერო ნაშრომთა გამოცემის პროექტებს;

გ) განიხილავს სამეცნიერო კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებს; ამტკიცებს მეცნიერებათა დოქტორის საგანმანათლებლო პროგრამებს ქართველურ ენათმეცნიერებაში (და სხვა მომიჯნავე დარგებში); მონაწილეობს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს ფორმირებაში; სისტემატურად ისმენს მეცნიერთა მოხსენებებს მათ მიერ სამეცნიერო კადრების მოსამზადებლად ჩატარებული მუშაობის შესახებ; განიხილავს და ამტკიცებს სამეცნიერო ხარისხის მაძიებელთა სადისერტაციო თემებს და იძლევა რეკომენდაციებს მათ შესახებ;

დ) განიხილავს ინსტიტუტის სამეცნიერო და სამეცნიერო-საორგანიზაციო საქმიანობის შედეგებს;

ე) განსაზღვრავს განყოფილების/სექტორის სამუშაო გეგმას; განიხილავს ინსტიტუტის სტრუქტურის შეცვლის, აგრეთვე, საკვლევაძიებო სამუშაოთა ჩასატარებლად განსაზღვრული სახსრების გამოყენების საკითხებს;

ვ) განიხილავს სხვა სამეცნიერო დაწესებულებებთან შემოქმედებითი თანამშრომლობის საკითხებს;

თ) ისმენს და განიხილავს განყოფილებათა გამგეების, ცალკეულ მეცნიერთა საქმიანობის ანგარიშებს;

ი) განიხილავს ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ეფექტიანობის საკითხებს, უცხო ქვეყნების სამეცნიერო დაწესებულებებთან ერთობლივ საკვლევაძიებო სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობას, ისმენს და იხილავს ინსტიტუტის თანამშრომელთა ანგარიშებს უცხოეთში სამეცნიერო მივლინებების შესახებ;

კ) იღებს გადაწყვეტილებას სამეცნიერო ჟურნალების დაარსების/გაუქმების შესახებ, შეარჩევს სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიებს და პერიოდულად ისმენს მათი მუშაობის ანგარიშს;

ლ) წარადგენს ღირსეულ მეცნიერულ შრომებს პრემიებისა და ჯილდოების მოსაპოვებლად;

მ) ატარებს ინსტიტუტის დირექტორისა და მეცნიერ-თანამშრომლების არჩევნებს მოქმედი წესდების შესაბამისად; თანამდებობზე ამტკიცებს განყოფილების გამგეებს.

ნ) სათანადო საფუძვლების შემთხვევაში ვადაზე ადრე ათავისუფლებს ინსტიტუტის დირექტორსა და განყოფილების გამგეებს დაკავებული თანამდებობიდან (თუკი საბჭოს სხდომას ესწრება სიითი შემადგენლობის 2/3);

ო) სათანადო საფუძვლების შემთხვევაში ვადაზე ადრე უწყვეტს კონტრაქტს მეცნიერ-თანამშრომლებს (თუკი საბჭოს სხდომას ესწრება სიითი შემადგენლობის 2/3).

4.5. სამეცნიერო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ორი მესამედი მაინც. სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტმა მაინც. საბჭო გადაწყვეტს საკითხებს ღია კენჭისყრით, თუ საგანგებოდა არ დადგინდა ფარული კენჭისყრის აუცილებლობა. სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება სავალდებულოა ინსტიტუტის დირექციისათვის; გადაწყვეტილება ფორმდება დადგენილების სახით; დადგენილება ძალაში შედის ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემისა და ქუთაისის აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მიერ ამ ბრძანების დამტკიცების შემდეგ; დავის წამოჭრის შემთხვევაში საკითხს წყვეტს რექტორის მიერ შექმნილი კომისია.

 

 მუხლი V. ქსუ ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის თანამდებობის პირთა მოვალეობანი

 5.1. ინსტიტუტის დირექტორი

ა) განსაზღვრავს ინსტიტუტის სტრუქტურას, ათანხმებს მას ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსთან და დასამტკიცებლად წარუდგენს ქუთაისის აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს;

ბ) ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ მომზადებულ ძირითად სამეცნიერო მიმართულებებს დასამტკიცებლად წარუდგენს ქუთაისის აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს;

გ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს ინსტიტუტის მუშაობას და უზრუნველყოფს სახელმწიფო დისციპლინასა და კანონიერებას მის საქმიანობაში;

დ) ორგანიზებას უწევს სამეცნიერო პროექტების დაფინანსებას, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფას, სამეცნიერო ჟურნალებისა და მონოგრაფიების გამოცემას, სამეცნიერო ფორუმების გამართვისათვის გეგმების შედგენას;

ე) ხელს უწყობს ინსტიტუტის სამეცნიერო კონტაქტების განვითარებას საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო დაწესებულებებთან;

ვ) უზრუნველყოფს სამეცნიერო კადრების მომზადებას და მეცნიერ თანამშრომლელთა კავლიფიკაციის ამაღლებას;

ზ) ქმნის მონიტორინგის ჯგუფს და ხელმძღვანელობს მის საქმიანობას;

თ) ორგანიზებას უწევს დამთავრებულ სამეცნიერო გამოკვლევათა და მომძიებელთა ჯგუფების მუშაობის შედეგების გამოქვეყნებას;

ი) კურირებს ინსტიტუტის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას და სპეცსახსრების მიზნობრივ ხარჯვას;

კ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ადგენს ინსტიტუტის თანამშრომელთა საშტატო ნუსხას დამტკიცებული რიცხოვნობისა და ხელფასის ფონდის ფარგლებში, ათანხმებს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს და დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის რექტორს;

ლ) ადგენს არასაბიუჯეტო შემოსავლების (სპეცსახრების) ხარჯთა ნუსხას საქართველოს სახელმწიფო ეკონომიკური კლასიფიკაციის თანახმად;

მ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმების შემდეგ აცხადებს კონკურსს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;

ნ) მხოლოდ ერთი წლის ვადით დებს ხელშეკრულებას/კონტრაქტს სამეცნიერო და ადმინისტრაციული თანამდებობის პირებთან (რომელთაც გაიმარჯვეს კონკურსის წესით);  წარმოდგენილი დებულების მოთხოვნების გათვალისწინებით, თანამდებობზე ნიშნავს დამხმარე პერსონალს, აფორმებს მათთან ერთწლიან კონტრაქტს; ყველა სახის კონტრაქტს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის რექტორს; დირექტორს უფლება აქვს, ვადაზე ადრე შეუწყვიტოს კონტრაქტი ინსტიტუტის თანამშრომელს; ინსტიტუტის დირექტორი ვალდებულია, სამეცნიერო საბჭოს დაუსაბუთოს მეცნიერ-თანამშრომელთან და განყოფილების გამგესთან ვადაზე ადრე კონტრაქტის შეწყვეტის აუცილებლობა;

ო) სათანადო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით, წყვეტს ხელშეკრულებას ინსტიტუტის თანამშრომელთან;

პ) წარმოადგენს ინსტიტუტს ზემდგომი დაწესებულების ხელმძღვანელ ორგანოებში, სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულება-ორგანიზაციებში; სასამართლო, საარბიტრაჟო, საბანკო და სხვა დაწესებულებებში;

ჟ) არსებული კანონმდებლობის შესაბამისად იღებს საჭირო ზომებს ინსტიტუტის ფინანსურ, მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების, კაპიტალური მშენებლობისა და შეკეთების სფეროებში; განკარგავს ინსტიტუტის ფულადსა და სხვა მატერიალური სახსრებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

რ) გამოსცემს ბრძანებას ინსტიტუტისადმი;

ს) ნიშნავს დირექტორის მოადგილეს და განსაზღვრავს მის ფუნქციებს (რასაც აფიქსირებს მასთან გაფორმებულ კონტრაქტში; კონტრაქტს ამტკიცებს რექტორი); საჭიროების შემთხვევაში მოადგილეს გადასცემს რწმუნებულებას ცალკეული საკითხების მიხედვით;

ტ) სამეცნიერო საბჭოს განსახილველად და დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების გამგეთა კანდიდატურებს.

 5.2. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე

ა) წარმართავს სამეცნიერო საბჭოს მუშაობას; ინსტიტუტის დირექტორთან შეთანხმებით გეგმავს სამეცნიერო საბჭოს სხდომის დღის წესრიგს;

ბ) შეიმუშავებს წინადადებებს ინსტიტუტის ძირითად სამეცნიერო მიმართულებათა შესახებ; ხელმძღვანელობს პერსპექტიული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დაგეგმვას;

გ) ხელმძღვანელობს ინსტიტუტში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს;

დ) ხელმძღვანელობს სამეცნიერო კადრების მომზადებას;

ე) ხელმძღვანელობს სამეცნიერო ხასიათის პროდუქციის გამოცემას;

ვ) კონტროლს უწევს საკონკურსო და საატესტაციო კომისიების მუშაობას;

ზ) სწავლული მდივნის კანდიდატურას განსახილველად წარუდგენს ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს.

 5.3. მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი სათავეში უდგას რომელიმე სამეცნიერო მიმართულებას და ხელმძღვანელობს ინსტიტუტის თემატური გეგმით გათვალისწინებულ ერთ-ერთ პროექტს, იგი ყოველი წლის ბოლოს მოახსენებს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გაწეული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგებს; სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ მთავარ მეცნიერ თანამშრომელს უფლება აქვს უხელმძღვანელოს: დოქტორანტს, სტაჟიორ-მკლევარს (ლაბორანტს), სამეცნიერო სემინარს. მეცნიერს მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება ეკავოს 65 წლის ასაკამდე. თუ მთავარი მეცნიერი თანამშრომელი აღარ დააკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვრებს, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაკავებული თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების (მასთან დირექციის კონტრაქტის შეწყვეტის) შესახებ. 

5.4. განყოფილების/სექტორის გამგე

განყოფილების/სექტორის გამგე ხელმძღვანელობს განყოფილების/სექტორის გეგმით განსაზღვრულ სამუშაოებს და პასუხს აგებს თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამეცნიერო სამუშაოების ხარისხზე.  

5.5. უფროსი მეცნიერი თანამშრომელი

უფროს მეცნიერ თანამშრომელს მოეთხოვება ინსტიტუტის თემატური გეგმით გათვალისწინებული და დირექტორთან გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული ერთ-ერთი პროექტის შესრულებაში მონაწილეობა და მიღებული სამეცნიერო შედეგების გამოქვეყნება. სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილების შემთხვევაში, უფროს მეცნიერ თანამშრომელს უფლება აქვს უხელმძღვანელოს სტაჟიორ-მკლევარს (ლაბორანტს).

 5.6. მეცნიერ თანამშრომელი

მეცნიერ თანამშრომელს მოეთხოვება ინსტიტუტის თემატური გეგმით გათვალისწინებული და დირექტორთან გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული ერთ-ერთი პროექტის შესრულებაში მონაწილეობა და მიღებული სამეცნიერო შედეგების გამოქვეყნება.

 5.7. დირექტორის მოადგილე

ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე პასუხისმგებელია ინსტიტუტის სამეცნიერო-ძიების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ინსტიტუტის სამეცნიეო-საფინანსო სფეროებში; მისი მოვალეობაა: უხელმძღვანელოს სამეურნეო მუშაობას; უზრუნველყოს შენობის მოვლა-პატრონობა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვა; დაიცვას მანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები; შეასრულოს საერთო და სახანძრო დაცვის მოთხოვნები; უზრუნველყოს შრომის დაცვის ღონისძიებათა შესრულება ზემდგომი დაწესებულების ხელმძღვანელობის მიერ დამტკიცებულ დებულებათა შესაბამისად; უხელმძღვანელოს კაპიტალური და მიმდინარე შეკეთების სამუშაოებს; უზრუნველოყოს ინსტიტუტის დანაყოფები ინვენტარითა და მასალებით; დირექტორთან შეთანხმებით დადოს ხელშეკრულებანი და გასწიოს ინსტიტუტის წარმომადგენლობა სამეურნეო საკითხებში; თვალყური ადევნოს შინაგანი შრომითი განაწესის შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვას.

 5.8. სწავლული მდივანი

ინსტიტუტის სწავლული მდივანი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწეა სამეცნიერო-საორგანიზაციო საქმიანობაში. ინსტიტუტის სწავლული მდივანი ამზადებს სამეცნიერო საბჭოზე განსახილველ მასალას, უზრუნველყოფს სამეცნიერო-კვლევითი გეგმებისა და ინსტიტუტში შესრულებული სამუშაოების ანგარიშების დროულად შედგენას და ზემდგომი დაწესებულების სათანადო სამეცნიერო ორგანოში წარდგენას, კურირებს ინსტიტუტის სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილებას. 

5.9. ლაბორანტი (სტაჟიორი მკვლევარი)

ლაბორანტის სამუშაოს ხასიათს განსაზღვრავს დირექტორთან გაფორმებული კონტრაქტი; განყოფილების წარდგინებით ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო ამტკიცებს სტაჟიორ-მკვლევარის სამეცნიერო თემას და მის მეცნიერ-ხელმძღვანელს; ერთი წლის შემდეგ სტაჟიორ-მკვლევარი ანგარიშს აბარებს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს, რომლიც სათანადოდ აფასებს მის მიერ გაწეულ მუშაობას. 

5.10. სხვა დამხმარე პერსონალის სამუშაოს ხასიათი განისაზღვრება დირექტორთან გაფორმებული კონტრაქტით. 

 

მუხლი VI. თანამდებობათა დაკავების წესი 

სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტში მუშაობის მსურველი თავისუფლად უნდა ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას, უნდა შეეძლოს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებში მუშაობა და კომუნიკაცია ერთ უცხო ენაზე მაინც.

 6.1. ინსტიტუტის დირექტორი

6.1.1. დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი. დაწესებულების დირექტორი აირჩევა 4 წლის ვადით; ერთი და იმავე პირის ზედიზედ არჩევა შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ;

6.1.2. დაწესებულების დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის წესით, თანამდებობაზე ირჩევს დაწესებულების სამეცნიერო საბჭო; საბჭოს მიერ არჩეულ დირექტორს თანამდებობაზე ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი. საგანგებო შემთხვევებში (არჩეული დირექტორის სხვა სამუშაოზე გადასვლა, უფლებამოსილების შეწყვეტა გარდაცვალების ან სხვა მიზეზთა გამო) საარჩევნო პერიოდისთვის საჭირო დროის ვადით (არაუმეტეს სამი თვისა) დირექტორს ნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი.

6.1.3. ინსტიტუტის დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი, მისი უფლება-მოვალეობანი და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესი განისაზღვრება წინამდებარე წესდებით; კერძოდ:

6.1.3.1. დირექტორის არჩევნებს ატარებს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო;

6.1.3.2. ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატების წარდგენის უფლება აქვს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს და ინსტიტუტის სამეცნიერო ქვედანაყოფებს.

6.1.3.3. დაინტერესებული პირები კანდიდატების წარდგენის შესახებ წინადადებით მიმართევევნ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს. სამეცნიერო საბჭო არჩევნებში მონაწილეობისათვის უშვებს მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომელთაგან მიღებულია წერილობითი თანხმობა კენჭისყრაზე. კანდიდადების წარდგენასთან დაკავშირებული საბუთების მიღება მთავრდება ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე არჩევნების ჩატარების გამოცხადების ერთი თვის შემდეგ; არჩევნები ტარდება საბუთების მიღების ვადის ამოწურვიდან ერთი თვის თავზე.

6.1.3.4. შემოსულ კანდიდატთა სია განიხილება ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე არა უგვიანეს 10 დღისა დირექტორის არჩევნებამდე. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო განიხილავს ყველა წარდგენილ კანდიდატურას; დირექტორობის ყველა კანდიდატმა სამეცნიერო საბჭოს უნდა მოახსენოს დირექტორის თანამდებობაზე მისი მუშაობის პროგრამა და შეხედულება მეცნიერების შესაბამისი დარგის განვითარების პერსპექტივაზე. კანდიდატურების ღია განხილვის შემდეგ სამეცნიერო საბჭო ნიშნავს არჩევნების დღეს.

6.1.3.5. ინსტიტუტის დირექტორს ფარული კენჭისყრით ირჩევს სამეცნიერო საბჭო (თუკი მას ესწრება სიითი შემადგენლობის 2/3). არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც მიიღო ხმების უმრავლესობა, მაგრამ არანაკლეს სიითი შემადგენლობის ნახევრისა; თუ კენჭისყრის პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საჭირო უმრავლესობა, ტარდება კენჭისყრის მეორე ტური; თუ კენჭისყრის მეორე ტურის შემდეგაც არჩევა არ შედგა, ცხადდება ახალი კონკურსი.

6.1.3.6. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ (თუკი მას ესწრება სიითი შემადგენლობის 2/3) შეიძლება ვადაზე ადრე იქნეს გათავისუფლებული ინსტიტუტის დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან.

6.1.3.7. ინსტიტუტის დირექტორი არჩევიდან არა უგვიანეს ორი კვირისა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წარუდგენს ინსტიტუტის სტრუქტურის პროექტს; საბჭოსთან შეთანხმებული ინსტიტუტის სტრუქტურა მტკიცდება დირექტორის ბრძანებით. ინსტიტუტის ახალი სტრუქტურის დამტკიცებიდან არა უგვიანეს 15 დღისა ინსტიტუტის დირექტორი აცხადებს კონკურსს ინსტიტუტის სამეცნიერო ქვედანაყოფების გამგეების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად, ნიშნავს მათი არჩევნების ვადას კონკურსის გამოცხადების დღიდან არა უადრეს ერთი თვისა (არჩევნებს ატარებს სამეცნიერო საბჭოს მიერ შექმნილი კომისია).

6.1.3.8. ინსტიტუტის დირექტორი არჩევიდან არა უგვიანეს ერთი თვისა სამეცნიერო საბჭოს განსახილველად წარუდგენს ინსტიტუტის სამეცნიერო სამუშაოთა შესრულების პროგრამას.

 6.2. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე

6.2.1. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის პროფილის შესაბამისი შიფრის მიხედვით;

6.2.2. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამეცნიერო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს ათავისუფლებს სამეცნიერო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

 6.3. მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

6.3.1. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს მეცნიერებათა დოქტორმა, რომლის ასაკი არ აღემატება 65 წელს, თუ მისი ხელმძღვანელობით დაცულია 1 დისერტაცია მაინც და არის არანაკლებ 30 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთაგან 5 მაინც გამომქვეყნებულია ბოლო 5 წლის განმავლობაში და 15 - საერთაშორისო დონის - იმპაკტ-ფაქტორის მქონე - სამეცნიერო ჟურნალებში (ქართველოლოგიური პროფილის კვლევითი დაწესებულებებისათვის ნაცვლად იმპაკტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებისა, იგულისხმება სწავლულ ექსპერტთა საბჭოს მიერ რეკომენდირებული ჟურნალები); მას უნდა ჰქონდეს სამეცნიერო მუშაობის 15 წლის სტაჟი.

6.3.2. მთავარ მეცნიერ თანამშრომელს ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო; მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ამავე დროს შეიძლება არჩეულ იქნას სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ. მთავარ მეცნიერ თანამშრომელთან 1 წლით კონტრაქტს აფორმებს ინსტიტუტის დირექტორი (კონტრაქტი ავტომატურად შეიძლება გაგრძელდეს სამჯერ თითო წლით; შემდეგ ხელახლა ცხადდება კონკურსი); კონტრაქტს ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი.

6.3.3. კონკურსის ჩატარების თარიღი და დამატებითი პირობები ქვეყნდება სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული წესით საბუთების მიღების დასრულებამდე არა უგვიანეს 1 თვისა და კონკურსის ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვისა;

6.3.4. კონკურსის ჩატარების დამატებით პირობებს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს ინსტიტუტის დირექტორი.

 6.4. უფროსი მეცნიერი თანამშრომელი

6.4.1. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა ღია კონკურსით შეიძლება დაიკავოს პირმა, თუ იგი არის მეცნიერებათა დოქტორი/კანდიდატი, აქვს სამეცნიერო მუშაობის 5 წლის სტაჟი, მისი ასაკი არ აღემატება 65 წელს და აქვს 5 გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი (ამათგან 3 მაინც - ბოლო 5 წლის განმავლობაში); კონკურსის მონაწილეს მოეთხოვება სათანადო დარგის 2 სპეციალისიტის (მეცნიერებათა დოქტორის) რეკომენდაცია.

6.4.2. უფროსი მეცნიერი თანამშრომელს ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო 1 წლის ვადით. არჩეულ უფროს მეცნიერ თანამშრომელთან კონტრაქტს აფორმებს ინსტიტუტის დირექტორი; კონტრაქტს ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია უფროს მეცნიერ თანამშრომელს ორჯერ თითო წლით გაუგრძელობს ინსტიტუტში მუშაობის ვადა, თუ იგი აქტიურ სამეცნიერო მუშაობას ეწევა, რაც დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი ანგარიშით და ყოველ საატესტაციო პერიოდში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული 2 სამეცნიერო ნაშრომით მაინც.

 6.5. მეცნიერი თანამშრომელი

6.5.1. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა კონკურსით შეიძლება დაიკავოს მეცნიერებათა დოქტორმა/კანდიდატმა ან მაგისტრმა (თუკი მას აქვს სამეცნიერო მუშაობის გამოცდილება და მისი ასაკი არ აღემატება 36 წელს). კონკურსის მონაწილეს თან უნდა ჰქონდეს სათანადო დარგის სამი სპეციალისტის რეკომენდაცია.

6.5.2. მეცნიერ თანამშრომელს კონკურსის წესით ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო 1 წლის ვადით. არჩეულ მეცნიერ თანამშრომელთან კონტრაქტს აფორმებს ინსტიტუტის დირექტორი; კონტრაქტს ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია მეცნიერ თანამშრომელს ორჯერ თითო წლით გაუგრძელოს ინსტიტუტში მუშაობის ვადა, თუ იგი პერსპექტიული მეცნიერია, რაც დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი ანგარიშით და ყოველ საატესტაციო პერიოდში გამოქვეყნებული (ან გამოსაქვეყნებლად მომზადებული) აქვს 2 სამეცნიერო ნაშრომით მაინც.

 6.6. სწავლული მდივანი

6.6.1. ინსტიტუტის სწავლული მდივნის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს უფროსმა მეცნიერმა თანამშრომელმა (ან შესაბამისი დარგის სპეციალისტმა, რომელიც აკმაყოფილებს წამყვანი ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისადმი წაყენებულ მოთხოვნებს), თუკი მისი ასაკი არ აღემატება 65 წელს; უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის არ მქონე პირი, სწავლულ მდივნად არჩევის შემთხვევაში, ითვლება უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად.

6.6.2. სწავლულ მდივანს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ხმათა უმრავლესობით ირჩევს სამეცნიერო საბჭო; ერთი წლის ვადით მასთან კონტრაქტს აფორმებს ინსტიტუტის დირექტორი; კონტრაქტს ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი.

 6.7. განყოფილების/სექტორის გამგე

6.7.1. ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი ქვედანაყოფის გამგის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ან უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილების გამგის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და სრულყოფილად ფლობს ორ უცხო ენას.

6.7.2. განყოფილების/სექტორის გამგის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამეცნიერო საბჭო ხმების უბრალო უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით. სამეცნიერო ორგანოს გადაწყვეტილებების საფუძველზე ინსტიტუტის დირექტორი არჩეულ პირთან ერთი წლით აფორმებს კონტრაქტს, რომელსაც ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი.

6.7.3. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სათანადო დასკვნის საფუძველზე ინსტიტუტის დირექტორმა განყოფილების/სექტორის გამგე შეიძლება ვადაზე ადრე გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან; გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს რექტორს.

 6.8. ლაბორანტი (სტაჟიორი მკვლევარი)

6.8.1. ლაბორანტის (სტაჟიორი მკვლევარის) თანამდებობა შეიძლება დაიკავოს მაგისტრმა (გამონაკლისის შემთხვევაში მაგისტრანტმა), თუკი მისი ასაკი არ აღემატება 25 წელს და აქვს სათანადო დარგის სპეციალისტის (მეცნიერებათა დოქტორის) რეკომენდაცია.          6.8.2. სტაჟიორ-მკვლევარი ინიშნება დირექტორის ბრძანებით 1 წლის ვადით ინსტიტუტის ერთ-ერთი სამეცნიერო განყოფილების შუამდგომლობის საფუძველზე. შესაბამისი სამეცნიერო განყოფილების გამგის წარდგინებით ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო ამტკიცებს სტაჟიორ-მკვლევარის სამუშაო გეგმას და მის მეცნიერ-ხელმძღვანელს.

6.8.3. კონტრაქტის ვადის გასვლისას ლაბორანტი (სტაჟიორ-მკვლევარი) ანგარიშს აბარებს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს, რომლიც სათანადოდ აფასებს მის მიერ გაწეულ მუშაობას.

 5.9. სხვა დამხმარე პერსონალი

სხვა დამხმარე პერსონალი ინიშნება და მათი სამუშაოს ხასიათი განისაზღვრება ინსტიტუტის დირექტორის მიერ. დამხმარე პერსონალთან გაფორმებულ კონტრაქტს ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი.

 

 მუხლი VII. მეცნიერი თანამშრომლის უფლებები.

 7.1. მეცნიერს უფლება აქვს:

7.1.1. დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები;

7.1.2. თანამდებობრივი სარგოს მიღების გარდა, დამატებით მიიღოს მონაწილეობა საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში, აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის (გრანტების) დაფინანსებით იმ შემთხვევვაშიც, თუ შეიცვლის სამუშაო ადგილს;

7.1.3. განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი;

7.1.4. შეთავსებით იმუშავოს სხვა დაწესებულებაში ან მოცემული დაწესებულების სხვა სტრუქტურულ დანაყოფში.

 

 მუხლი VIII. სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის შრომითი ურთიერთობები. 

8.1. მეცნიერის შრომითი ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით; მეცნიერის შრომისა და სხვა სოციალურ გარანტიებს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა, შრომითი ხელშეკრულება, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების დებულება;

8.2.  ინსტიტუტის პერსონალთან შრომითი ხელეკრულება იდება დირექტორის მიერ ერთი წლის ვადით;

8.3. ინსტიტუტის დირექტორი ვადლებულია უზრუნველყოს თანამშომელთან დადებული კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები;

8.3. ინსტიტუტის თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის დებულებით დადგენილი მოთხოვნები; შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები; სამეცნიერო საბჭოს/დირექციას სამ თვეში ერთხელ წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში; შეასრულოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.

8.4. თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი;

8.5. სამეცნიერო პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:

8.5.1. პირადი განცხადება;

8.5.2. ვადიანი შრომითი ხელშეკრულების/კონტრაქტის  ვადის გასვლა;

8.5.3. დისციპლინური ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;

8.5.4. შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;

     8.5.5. ზედიზედ 3 წლის განმავლობაში სახელმწიფო სამეცნიერო გრანტზე ნაშრომის წარუდგენლობა ან 5 წლის განმავლობაში გრანტის მიუღებლობა;

8.5.6. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.

 

 მუხლი IX. მეცნიერის შრომითი ანაზღაურება.

 9.1. მეცნიერის შრომა ანაზღაურდება შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. დაწესებულებაში სრული განაკვეთით დასაქმებული მეცნიერის თანამდებობრივი სარგო უნდა იყოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში საჯარო მოსამსახურის მინიმალურ თანამდებობრივ სარგოზე მაღალი.

9.2. ხელშეკრულების საფუძველზე დამატებითი ანაზღაურებით მეცნიერის მონაწილეობა დროებით კვლევით ჯგუფებში და შეთავსებით მუშაობა არ იზღუდება.

9.3. დაწესებულებაში დასაქმებული სამეცნიერო თანამდებობის პირს, თუ იგი მოიპოვებს სახელმწიფო სამეცნიერო გრანტს, სრულად უნარჩუნდება მეცნიერის თანამდებობრივი სარგო.

 

 მუხლი X. ინსტიტუტის   ქონება და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა.

      10.1. ინსტიტუტი ინტელექტუალურ საკუთრებას ფლობს და განკარგავს საქართვლეოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10.2. ინსტიტუტის სახსრები შედგება:

10.2.1. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათაგან;

10.2.2. სახელშეკრულებო სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოთა შესასრულებლად შემოსული სახსრებისაგან;

10.2.3. საგამომცემლო საქმიანობის შედეგად მოპოვებული სახსრებისაგან;

10.2.4. შემოწირულობების, გრანტებისა და სხვა შემოსავლებისაგან.

10.3. ინსტიტუტის დაფინანსება წარმოებს ქუთაისის აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბუღალტერიის მიერ სახელმწიფო ხაზინის მეშვეობით.

10.4. ამ მუხლის 10.2.2. 10.2.3. 10.2.4. პუნქტებით მიღებული შემოსავლები ხმარდება მენციერების განვითარებას (მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოებას, სამეცნიერო ლიტერატურის, მასალების, სამეცნიერო ღონისძიებების განხორციელებას), აუცილებელი სამეურნეო ხარჯების გაწევას, თანამშრომელთა სოციალურ უზრუნველყოფას.

10.5. ინსტიტუტის დირექცია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და განსახილველად წარუდგინოს უნივერსიტეტის აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილებას.

 

 მუხლი XI. ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო თანამშრომლობა

 11.1. ქსუ ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტს აქვს საერთაშორისო თანამშრომლობის უფლება; საზღვარგარეთის ან საქართველოს სხვა სამეცნიერო დაწესებულებებთან თანამშრომლობის შესახებ ოფიციალურად უნდა ეცნობის უნივერსიტეტის რექტორატს;

11.2. უცხოელ პარტნიორებთან თუ საქართველოს სხვა სამეცნიერო დაწესებულებებთან თანამშრომლობის პირობები განისაზღვრება დადებული ხელშეკრულებით, თუკი ეს ხელშეკრულება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ან უფრო მაღალი რანგის საერთაშორისო ხელსეკრულებას. 

 

მუხლი XII. ინსტიტუტის საქმიანობის შეწყვეტა.

          12.1. ინსტიტუტის საქმიანობის შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს დამფუძნებულ აქტზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე; თუ ეს მოთხოვნა დაცული არ არის, ინსტიტუტი, როგორც უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული აგრძელებს არსებობას.

12.2. ინსტიტუტის ლივიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომელთაც ნიშნავს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო.

12.3. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.  

მუხლი XIII. ინსტიტუტის რეკვიზიტები. 

 

ქსუ ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის მისამართია:

ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა ¹ 59, მესამე კორპუსი, მეოთხე სართული;

ტელეფონი: +995 231 4.28.94

ფაქსი: +995 231 4.38.33

ელ-ფოსტა: putkaradze@kartevelology.ge

ვებგვერდი: http//:www.kartvelology.ge

 

<<< უკან

 

 

ქუთაისი, თამარ მეფის ¹ 59 Tel: (+995 331) 4-28-83   Fax: (+995 331) 4-38-33

საქართველო    4600    E-mail putkaradze@kartevelology.ge