|
აწსუ ქართველური
დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი
ინსტიტუტის შესახებ
1992
წელს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან
შეიქმნა დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსიტუტი, რომლის
პრიორიტეტული
მიმართულებაა ქართველური დიალექტოლოგიური, ფოლკლორული და ეთნოგრაფიული
მასალების, აგრეთვე საქართველოში მცხოვრები არაქართველური ეთნიკური
ჯგუფების მეტყველების, წეს-ჩვეულებებისა, თუ ფოლკლორულ თავისებურებათა
მოძიება, შესწავლა და ანალიზი; დიალექტოლოგიის ინსტიტუტში შემუშავდა
ჩაწერისა და დამუშავების ახალი პრინციპი: მომძიებელთა ჯგუფი (ეთნოლოგის,
ენათმეცნიერის და ფოლკლორისტისა შემადგენლობით) ცხოვრობს ერთ სოფელში, სულ
მცირე, ერთი წლის განმავლობაში და სპეციალური პროგრამა-ინსტრუქციის
მიხედვით სოფელს ამომწურავად სწავლობს ეთნოგრაფიული, ფოლკლორული და
დიალექტოლოგიური თვალსაზრისით. ადგილობრივ მკვიდრთაგან ყველა მონაცემი
იწერება აუდიო ციფრული მაგნიტოფონით, ვიდეო კამერით
(მასალა სანდო და საინტერესოა, როგორც ზემოაღნიშნული დარგის
სპეციალისტთათვის, ასევე სოციოლოგთა და ფსიქოლოგთათვისაც).
მეცნიერული აპარატურით (საძიებლები, კომენტარები, განმარტებები...)
აღჭურვის შემდეგ ტექსტები გამოსაქვეყნებლად მზადდება.
აწსუ ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის
არსებობის 16 წლის განმავლობაში ინსტიტუტის მომძიებელთა ჯგუფების მიერ დიდი
რაოდენობით ეთნოგრაფიული, დიალექტოლოგიური და ფოლკლორული მასალაა
მოპოვებული სვანეთში, სამეგრელოსა და იმერეთში. Aაგრეთვე ხევსურეთში,
აჭარაში, მესხეთში, ტაო-კლარჯეთში.
ინსტიტუტს აქვს სამეცნიერო ჟურნალი “ქართველური მემკვიდრეობა";
მასში ქვეყნდება საერთაშორისო სიმპოზიუმებზე წარმოდგენილი მოხსენებები და
ახალმოძიებული ქართველური ეთნოლოგიურ-დიალქტოლოგიური და ფოლკლორული მასალა.
ცალკე წიგნებად გამოქვეყნებულია, აგრეთვე, ქართველური დიალექტოლოგიის
მიერ ორგანიზებული ყველა სიმპოზიუმის (“ქუთაისური საუბრების") მასალები და
ამავე ინსტიტუტის მომძიებელთა ჯგუფებისათვის განკუთვნილი
პროგრამა-ინსტრუქცია.
აწსუ დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს ურთიერთობა აქვს მსოფლიო
სხვადასხვა ქართველოლოგიურ ცენტრებთან. 2000-2002 წლებში ქსუ
დიალექტოლოგიის ინსტიტუტი ჩაბმული იყო საერთაშორისო პროექტ “არმაზში"
მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტის შედარებითი ენათმეცნიერების კათედრასთან
ერთად მეგრულ-სვანური გამოქვეყნებული დიალექტური ტექსტების ელექტრონული
ვერსიის შესაქმნელად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 16 ივნისის
¹298 ბრძანების საფუძველზე დაფინანსდა ქსუ დიალექტოლოგიის ინსტიტუტის მიერ
წარდგენილი პროექტი ,,დასავლეთ საქართველოში არსებული თანამედროვე
ქართველური ეთნოგრაფიის, ენა-კილოების (მეგრული, ლაზური, სვანური, იმერული,
რაჭული, ქალაქური...), და ზეპირსიტყვიერების მონაცემთა ელექტრონული ბანკის
შექმნა (ტექსტები, ლექსიკონები, პრობლემური კვლევის შედეგები...)".
<<< უკან
|